
ათობით ქართველმა ემიგრანტმა, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და ახლა საკარანტინო სივრცეში იმყოფება, შიმშილობა დაიწყო. მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას იმიტომ მიმართეს, რადგან დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან:
„ვშიმშილობ, არ მივიღებ არანაირ საკვებს, ვარ წყალზე, ჩაიზე. საქართველოს მოქალაქე იჩაგრება, სხვას აქვს უპირატესობა, ჩვენ არანაირი, პირიქით, არაფრის უფლება არ გვაქვს. ეს არის დისკრიმინაცია, ჩემთან ერთად გერმანიის მოქალაქე რომ ყოფილიყო, ან რუსეთის, გამოატარებდნენ“ - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
მისივე თქმით, მეოთხე დღეა საკარანტინო სივრცეში იმყოფება, თუმცა კოვიდზე ტესტი ჯერ არ აუღიათ.