
ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც, პარალელურად, ახლა არჩევნები უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ღირსეულად მივიჩნევთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
„სიღნაღში ბევრი რამ გაკეთდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგულისხმობ, თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს წყალი. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება ახლაც მიმდინარეობს, ყველამ კარგად იცით, რომ სიღნაღს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა ჯერ კიდევ 2018 წელს. სამწუხაროდ, ეს დრო გაიჭიმა, მაგრამ წელს ეს დასრულდება, ისევე როგორც წნორში. დაახლოებით 27 მილიონი ლარი იხარჯება სოფლების წყალმომარაგების თვალსაზრისით. როგორც კი წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება, შემდეგი ეტაპი იქნება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა და შიდა სასოფლო გზები. ყველაფერი ეს, არა მხოლოდ სიღნაღში, არამედ მთელი საქათველოს მასშტაბით. უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. ეს ის ფულია, რომელიც სისტემურ პროექტებში დაიხარჯება. გაზი, წყალი, გზები, წყალარინები, კანალიზაცია, სარწყავი სისტემები, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში საბაზისო ინფრასტრუქტურა იყოს ნორმალური“,-განაცხადა პრემიერმა.