
3,874 პაციენტიდან, 41 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და არიან მართვით სუნთქვაზე, ხოლო 9 პაციენტი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფექციური პატოლოგიის ცენტრში ამჟამად 31 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, არის 1 კრიტიკული პაციენტი, ასევე 3 და 6 თვის ბავშვები და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, საჭიროა რეგულაციების დაცვა, რომ გავუფრთხილდეთ თბილისს, და არ მოხდეს ის რაც მოხდა აჭარაში.
საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 252 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.