რეზონანსი
04.10.2020

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 50-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

90 წლის მამაკაცი კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 22 სექტემბერს მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

" 1 პაციენტი 90 წლის კაცი გარდაიცვალა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22.09.2020 შეიყვანა.

დიაგნოზით COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 03.09.2020",- განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×