რეზონანსი
04.10.2020

მძიმე დაავადების შედეგად გარდაცვლი ანიტა ფაცაციას ბებია ხათუნა გლურჯიძე, წერს, რომ ანიტას დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, ისევ საზოგადოების დამოკიდებულება ატანინებს.

„მწერალმა ისე უნდა წეროს, როგორც სუნთქავს და შენც ამ სუნთქვის რიტმში უნდა აგაფორიაქოს;

მსახიობმა ისე უნდა ითამაშოს, შენი ცხოვრება დაგავიწყოს და მისი ცხოვრებით გაცხოვროს;

მომღერალმა ისე უნდა იმღეროს, თავისი ხმა სრულიად სამყაროს სივრცეში გააზავოს და რეალობა დაგავიწყოს;

მხატვარმა ისე უნდა ხატოს, ტილოს მიღმიერში შეგიტყუოს და გაბოდიალოს;

ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, თავისი თავი და სამყარო შეიგრძნოს, შეიმეცნოს, ერთიანად აქციოს და ისეთი ენერგეტიკა დაატრიალოს და დატოვოს, შენი და სხვათა ცხოვრების, გონის, სულის, სუნთქვის ნაწილად იქცეს - მას რომ ახსენებენ, შენში შეირხეს რაღაც.

მე მჯერა, რომ ანიტამ ასე იცოცხლა და ეს მაძლებინებს“, - წერს ანიტა ფაცაციას ბებო ხათუნა გლურჯიძე.

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას, უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გი­ნედა. მას მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია - გუ­ლის გა­და­ნერგვაესა ­სჭი­რო­ე­ბოდა. მას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად ბავ­შვი 2020 წლის 31 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×