რეზონანსი
03.10.2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მეექვსეკლასელ გოგონას, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო გარკვეულ მეურვეობას გაუწევს.

არასწულწლოვნის ოჯახის სამი წევრი დედა, მამა და ძმა, სტიქიის შედეგად დაიღუპა. გოგონას მშობლები მაშველებმა გარდაცვლილები მეწყრული მასიდან გუშინ ამოიყვანეს, მისი ასევე მოზარდი ძმის ცხედარი კი, დღეს იპოვეს. სტიქიის დროს მეექვსეკლასელი გოგონა შუახევში ნათესავთან იმყოფებოდა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×