რეზონანსი
03.10.2020

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ მისი პარტიის „ევროპული სოლიდარობის" ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. პოროშენკოს ჰოსპიტალიზაციას ადასტურებს პოლიტიკოსის მეუღლეც.

„დღეს „კოვიდ-19"-ს ებრძვიან ჩემი მეუღლე და ჩვენი ქალიშვილი. პეტრო პოროშენკო ჰოსპიტალიზებულია კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომელიც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობს. იმის მიუხედავად, რომ ჩემს მეუღლეს ფილტვების ორმხრივი ანთება აქვს, ის ძლიერ ნებისყოფას ფლობს და ავლენს დაავადებასთან ბრძოლაში. ის მკაფიოდ იცავს მკურნალობის გაწერილ პროტოკოლს", - ამბობს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მარინა პოროშენკო ვიდეომიმართვაში.

პეტრო პოროშენკოს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 29 სექტემბერს გახდა ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×