რეზონანსი
03.10.2020

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიო მაასი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსეი ნავალნის საქმეზე რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ მაასმა t-online-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით სანქციები ყოველთვის უნდა იყოს მიზნობრივი და პროპორციული.

„თუმცა საერთაშორისო კონვენციის ასეთი უხეში დარღვევა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამ საკითხზე, ევროპაში ერთიანი ვართ", - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ევროკავშირმა გუშინ მოუწოდა, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან, ხელი შეუწყოს მომხდარზე პასუხისმგებელ პირთა დასჯის მიზნით საერთაშორისო გამოძიებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×