რეზონანსი
03.10.2020

პარტია „ქართული ოცნების" ღირებულებებთან შეუთავსებელი დამოკიდებულების და ზოგადად, წინასაარჩევნო პროცესისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, კასპის რაიონში, „ქართული ოცნების" აგიტატორი - ნინო კორაშვილი გარიცხულია პარტიიდან, - ამის შესახებ კასპში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„საზოგადოებამ, ჩვენმა ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ პოლიტიკური ასპექტების გარდა, „ქართულ ოცნებაში" მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანური ფასეულობებია. ამ ღირებულებებთან შეუთავსებელი არცერთი ადამიანის ადგილი ჩვენს პარტიაში არ არის" - წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×