რეზონანსი
03.10.2020

მარნეულის საკრებულოს წევრმა, ილჰამ გასანოვმა ქართული ოცნება დატოვა და ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა.

ამის შესახებ მარნეულში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის რუსთავის მაჟორიტარმა კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ თქვა.

თავად გასანოვს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, კირკიტაძის თქმით, მიზეზი, რის გამოც გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა, 29 სექტემბერს ქართული ოცნების ოფისთან მომხდარი დაპირისპირება გახდა. 

"ჩვენ არ დავიწყებთ რევიზიას, ვინ სად იდგა 2012 წელს, ვინ სად იდგა გუშინ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წარმატება და ყველას, ვისაც აქვს რესურსი და სურვილი ჩვენი ქვეყნის წარმატებისა, ჩვენი კარები არის ღია", - თქვა კირკიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×