რეზონანსი
03.10.2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ომი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიებს დატოვებს.

„ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩემი მოთხოვნები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას". ჩემი სიტყვები, შეიძლება ითქვას, არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ტექსტი. მათ უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორიები და ომი მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდება, კონფლიქტი დასრუდლება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „ალ-ჯაზირასთან".

მისი თქმით, შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხმა მშვიდობის პირობებში თანაცხოვრება შეძლოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×