
სტიქიის ზონაში, მაშველები მეწყერში მოყოლილ 15 წლის ბიჭთან ერთად, მდინარეში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, პარალელურად სამძებრო სამუშაოები მეორე ლოკაციაზეც მიმდინარეობს, სადაც 61 წლის მამაკაცი მდინარეში გაუჩინარდა.
მისივე თქმით, რთული რელიეფიდან გამომდინარე მეწყერსაშიში ზონაა და შესაბამისად რთულია სამუშაოები.
"მთელი ღამის განმავლობაში ჯგუფები აქტიურად მუშაობდა და ამ ეტაპზეც სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს მოზარდის მოძებნა. რთული რელიეფიდან გამომდინარე, მეწყერსაშიში ზონაა და რთული სამუშაოა.
რაც შეეხება მეორე ლოკაციას, ასევე დაკარგულ მოქალაქეს ვეძებთ, აქტიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს",- აცხადებეს კონსტანტინე ანანიაშვილი.
გუშინ დამეწყრილ ტერორიაზე 20 საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ნაპოვნია ცოლ-ქმრის ცხედარი, ასევე მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი.