
აჭარაში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი 61 წლის ქალია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაშინვე შეფასდა რთულად.
"გარდაიცვალა 1 პაციენტი. 61 წლის ქალი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა", - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.