რეზონანსი
03.10.2020

სამართალდამცავებმა მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისა და მათი თანხმლები პირის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 სექტებერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი - 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. ძალადობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს - გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს - დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×