რეზონანსი
03.10.2020

ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში" ვართ. ვერ გეტყვით, რომ გადასარევი ეპიდსიტუაცია გვაქვს. ჩვენ არ ვიყავით მიჩვეულნი ასეთი რაოდენობით ახალი პაციენტების გამოვლენას, მაგრამ არაა პრობლემები დატესტვაზე, ყველა კონტაქტი მოწმდება და ვლინდება ინფიცირებული, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„შემთხვევათა მატებასთან ერთად, გვყავს გამოჯანმრთელებულებიც. ეს ნიშნავს იმას, რომ საწოლები თავისუფლდება, თუმცა, გარდა ამ საწოლებისა, როგორც ვიცი, არის სერიოზული მარაგიც. ვფიქრობ, რომ ის პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, მათთვის პრობლემა არ იქნება სტაციონარში მოთავსება" - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×