რეზონანსი
03.10.2020

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, ბრძანებით თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და აჭარის სკოლებში სწავლა 7-12 კლასის მოსწავლეებისთვის ელექტრონული ფორმით 29 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დოკუმენტში ასევე დეტალურად არის გაწერილი სასწავლო მოდელები კონკრეტული სკოლებისთვის, რომლის თანახმადაც, ამავე ქალაქების გარკვეული სასწავლო დაწესებულებებისთვის განსხვავებული თარიღებია დადგენილი.

ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, სასწავლო პროცესი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, წარმართონ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით“, - წერია ბრძანებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×