რეზონანსი
02.10.2020

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფირუზ ბოლქვაძე ადასტურებს.

ბოლქვაძის ცნობით, ინფიცირებული ამჟამად კოვიდსასტუმროში იმყოფება.

„კორონავირუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამჟამად ის კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი და დაკვირვების ქვეშ არის. ცნობილია მისი ინფიცირების წყაროც, ის ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა“, – განაცხადა არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფირუზ ბოლქვაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×