
შოთო სიხარულიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
“ილოცეთ საშინელება დატრიალდა…
ხელვაჩაურში ქვედა ჯოჭოში მიწის ქვეშ მოყვა ხუთი ადამიანი მათ შორის 1 ბავშვია დედ მამასთან ერთად.
ასევე სტუმრად მყოფი ორი ადამიანი მანქანაში მსხდომი ჩაიტანა მიწამ, რომლებმაც გზაზე ხე დაინახეს წაქცეული და რომ გაევლოთ გზა, ნაჯახი სთხოვეს მეზობლებს… როდესაც გაჩეხეს ხე და გავიდნენ სწორედ მაშინ ჩაიტანა მიწამ ორივე მანქანით….
წარმოდგენაც კი მზარავს ახლა იქ რაც ხდება… საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი – ლევან თედორაძე, მისი მეუღლე მაია ბერიძე და მათი არასრულწლოვანი შვილი, მურმან თედორაძე იმყოფებოდნენ, ხოლო ავტომობილში სოფელ ერგეში მცხოვრები ბექა ბოლქვაძე და მასთან სტუმრად მყოფი ხელვაჩაურის მკვიდრი, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია "ტოიოტა პრიუსით" იმყოფებოდნენ.
სულ 5 ადამიანი ჩაიტანა მეწყერმა…”
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე