რეზონანსი
02.10.2020

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ კანდიდატ მსახიობ, ბუბა კიკაბიძეზე ერთი სიმღერა ახსენდება.

„პირველი, რაც მათი სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა, ეს არის ცნობილი სიმღერაა – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“.

სიის პირველი ნომერი გამოხატავს ზუსტად იმას, როგორც მართეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, სურთ იგივე ხელწერით შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა თუ გაუვათ, თუმცა, ამას „ქართულმა ოცნებამ” ერთხელ 2012-ში და ამის შემდგომ არაერთგზის დაუსვა წერტილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×