რეზონანსი
02.10.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ანა წითლიძე ამბობს, რომ წარმოდგენილ სიაში სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი და  პარტიის სიაში წარმოდგებილი ადამიანები გაერთიანებულები არიან გამარჯვებისთვის. 

"ის, რომ ბუბა კიკაბიძე არის "ნაციონალური მოძრაობის" პირველი ნომერი და ის, რომ სიაში არიან სხვადასხვა სფეროდან ადამიანები, მათ შორის, ცნობილი ბიზნესმენები და ა.შ. კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები გაერთიანებული არიან გამარჯვებისთვის და რომ" ნაციონალური მოძრაობა" გახდა ის მიზიდულობის ცენტრი, რომელიც აერთიანებს ამ ადამიანებს. ბატონი ბუბა კიკაბიძე არის სახალხო არტისტი, მთელი ქვეყნისთვის საამაყო ადამიანი, რომლის ყოფნა "ნაციონალურ მოძრაობაში" და ამ ბრძოლაში ჩართვა უკვე ნიშნავს იმას, რომ როდესაც ესეთ ადამიანები ერთვებიან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქ არ წყდება კონკრეტულ პარტიებს შორის ბრძოლა. აქ არის იმაზე ბრძოლა რომ ეს ქვეყანა ან გვექნება 31 ოქტომბრის შემდეგ, ან არ გვექნება.“ - ამბობს ანა წითლიძე.

ანა წითლიძე ამბობს, რომ სამეგრელოში გაუარესებულია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გაზრდილია კრიმინალი და ადმიანები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ის მოსახლეობას ამ ვითარების გაუმჯობესებას, ასევე ანაკლია-ლაზიკის პორტის დასრულებას და ტურიზმის განვითარებას ჰპირდება.

მისი თქმით, ამ ყველაფერით მეტი სამუშაო ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი და მოქალაქეები საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×