რეზონანსი
02.10.2020

„ქართული ოცნების" პარტიული სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ის ოთხი პრინციპი დაასახელა, რასაც პარტიის პოლიტიკური იდეოლოგია ეფუძნება.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" ძალისხმევით ადამიანი სახელმწიფოს მთავარ ღირებულებად იქცა.

„პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს, „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და მდივანმა ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან ამომწურავად ისაუბრა ყველა იმ მიღწევასა და შედეგთან დაკავშირებით, რაც 8 წლიანი მმართველობის ფარგლებში, მმართველმა გუნდმა შექმნა.

მიღწევებია არა მხოლოდ ეკონომიკის მიმართულებით, არამედ იმ ფუნდამენტალური ღირებულების განვითარებისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბების მიმართულებით, რაცაა დემოკრატიული გარემოს შექმნა, ადამიანის უფლებები, სახელმწიფოსთვის ძირითად ღირებულებად ადამიანის ყოფნა, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის თავისუფლება, სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა", - განაცხადა ლილუაშვილმა "იმედთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×