რეზონანსი
02.10.2020

ამას გუნდს ვერც კი დავარქმევ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიას.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" სიაში მყოფ ადამიანებს იდეოლოგიურად არავითარი საერთო არ აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა" დღეს ძალიან ცოტა ადამიანს მიაჩნია გაძლიერებულად. მე ვიტყოდი, რომ არათუ გაძლიერდა, არამედ ეს პარტია მთლიანად ჩამოშლილია, რაც გუშინ მათმა პროპორციულმა სიამ დაადასტურა. ამ სიაში ჩვენ რეალურად დავინახეთ, რომ შეკრებილი არიან ადამიანები, რომელთაც იდეოლოგიურად არავითარი საერთო არ აქვთ. არაერთი მათგანი წარსულში ერთმანეთს პირდაპირ ადანაშაულებდა დევნაში, არაერთ მათგანს ჰყავს ნაცემი და პოლიტიკური დევნის ქვეშ ჰყავს მოქცეული ერთმანეთი, არაერთი მათგანი იყო ერთმანეთის მამხილებელი სხვადასხვა პერიოდში. ამას გუნდს ვერც კი დავარქმევ, ეს არის ჰიბრიდული სია, სადაც აშკარად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის მილევად რეჟიმში და მას აღარ აქვს რესურსი, რომ რეალური პარტიული სია წარმოედგინა ამ არჩევნებში. ზუსტად ამიტომ, იქ არიან შეკრებული ადამიანები, რომლებიც ერთ შემთხვევაში არიან უკიდურესი მემარჯვენეები, უკიდურესი მემარცხენეები, ზოგი არიან რადიკალები, ზოგიც არიან ადამიანები, ვისაც პოლიტიკურ კულტურას დიდად ვერ მოვთხოვ და ყოველდღიურად ლანძღვით და უცენზურო სიტყვებით საზოგადოებას და ოპონენტებს ესაუბრებიან", - განაცხადა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×