რეზონანსი
02.10.2020

მოძმე აზერბაიჯანმა დიდი ოპერაცია დაიწყო თავისი ტერიტორიების დასაცავად და ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მან აზერბაიჯანის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ბრძოლა მანამ გაგრძელდება, ვიდრე მთიანი ყარაბაღი ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება.

„ჩვენი ყველა შესაძლებლობით, მთელი ჩვენი გულით მოძმე აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ და ვიდგებით. ღვთის ნებით, ეს ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება,"- აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×