რეზონანსი
02.10.2020

ვახტანგ კიკაბიძეს უფლება აქვს, ჰქონდეს თავისი მოსაზრება სააკაშვილის ანგელოზობასთან დაკავშირებით და საერთოდ, ამ სისხლიანი რეჟიმის სადისტური მართვის პოზიტივებთან დაკავშირებით, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის წარდგენასთან დაკავშირებით საუბრისას.

„ვფიქრობ, თავისი შემოქმედებითი კარიერის პერიოდში იმდენად ბევრი სიკეთე დათესა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მას შეუნახა ის გადაცდომა, რასაც ჰქვია სადიზმის მხარდაჭერა. არ მგონია, რომ ბუბა კიკაბიძეს ღირსებას მატებს ესოდენ აქტიური გამოსვლა იმ რეჟიმის მხარდამჭერად, რომელიც ადამიანების უფლებების უხეშ დამრღვევად ხასიათდება, რომ აღარ ვთქვათ ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებზე", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×