რეზონანსი
02.10.2020

კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა. ის თელავის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანია. დაინფიცირებულის კონტაქტების მოძიების მიზნით, ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ.

კორონავირუსი დაუდასტურდა ლაგოდეხში მცხოვრებ კაცსაც. ის არსებულ კლასტერს განეკუთვნება. პაციენტი ლაგოდეხის ცხელების ცენტრში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკამყოფილებელია.

მესამე შემთხვევა კი ყვარელს უკავშირდება. დაინფიცრებული ქალი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. სპეციალისტები კონტაქტების დადგენის მიზნით მუშაობას აგრძელებენ.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით COVID-19-ის 62 შემთხვევაა დაფიქსირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×