რეზონანსი
02.10.2020

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ენმ პარტიულ-პროპორციულ სიაში ყოფნა, სადაც ყოველი მეოთხე ქალია, აუცილებლად შევალ პარლამენტში და თქვენს იმედებს გავამართლებ!, - ამ შინაარსის პოსტს „ნაციონალური მოძრაობის"-ის წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამ ფოტოზე მეგობრებთან ერთად ვარ. ეს ფოტო ისრაელშია გადაღებული 2005 წელს. ბუბა ჩვენი სიის პირველი ნომერია. პირველ სხდომას ხსნის უხუცესი დეპუტატი და ეს ჩვენი ყველასი მეგობარი, პატრიოტი, ჩვენი მორალური ავტორიტეტი, ჩვენი ბუბა იქნება, ბუბა გახსნის პარლამენტის პირველ სხდომას და საქართველოში გათენდება! - წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. სია ცესკოში თინა ბოკუჩავამ წარადგინა. პარლამენტში დასაბრუნებლად იბრძოლებს ენმ-ს წევრი მეგი გოცირიძეც. ის პარტიის საარჩევნო სიაში მესამოცეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×