რეზონანსი
02.10.2020

1-ელ ოქტომბერს ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერული პროცესები გამოიწვია. მეწყერმა ლევან თედორაძის საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი „ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომობილი წაიღო.

საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი - ლევან თედორაძე, მისი მეუღლე მაია ბერიძე და მათი არასრულწლოვანი შვილი, მურმან თედორაძე იმყოფებოდნენ, ხოლო ავტომობილში სოფელ ერგეში მცხოვრები ბექა ბოლქვაძე და მასთან სტუმრად მყოფი ხელვაჩაურის მკვიდრი, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ეძებს.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×