რეზონანსი
02.10.2020

ელისო დაუკრავს და ბუბა იმღერებს, აი ეს არის ქართული პოლიტიკა, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარშენიძემ განაცხადა.

შარაშენიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას" სიაში ჰყავს რამდენიმე კარგი პროფესიონალი, თუმცა, რამდენად შექმნიან ისინი პოლიტიკურ ამინდს, ეს სხვა საკითხია.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების" სიას, სიაში მათ ჰყავთ რამდენიმე კარგი პროფესიონალი, მაგრამ რამდენად შექმნიან ისინი ამინდს, ეს სხვა საკითხია, მეეჭვება მათ ამინდის შექმნის საშუალება მისცენ, თუ მისცემენ გამიხარდება,"- აცხადებს შარაშენიძე „ინტერპრესნიუსთან".

რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, როგორც თორნიკე შარაშენიძე ამბობს, ამომრჩეველს დაპირებების აღარ სჯერა და ეს კარგად იციან პარტიებმაც, ამიტომ რეალურად ქართული პოლიტიკა დაპირისპირებითა და ლანძღვით არის გაჯერებული.

„ორივე მხარე ერთმანეთს ლანძღვაში ეჯიბრება, მათ წინასაარჩევნო პროგრამას მოსახლეობის უმრავლესობა არ უსმენს. აქამდე პოლიტიკური კულტურა არ მისულა, შეიძლება მართლებიც არიან, რადგან რაც არ უნდა დაჰპირდნენ მოსახლეობას, არ ასრულებენ და შესაბამისად, კარგად იციან, რომ პროგრამის წარდგენას არავინ სერიოზულად არ უყურებს, ამიტომ არიან გადასულები ერთმანეთის ლანძღვაზე", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×