რეზონანსი
02.10.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი, კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად, აჭარაში იმყოფება.

მისი განცხადებით, რეგიონის კოვიდცენტრებს გამოცდილებას გაუზიარებენ და მძიმე პაციენტების მკურნალობაში დაეხმარებიან.

„მინისტრის ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეანიმაციისა და ინფექციურ სნეულათა მიმართულების ჯგუფი ჩამოსულები ვართ აჭარაში. ჩამოსვლის მიზანი ჩვენი კოლეგებისთვის, რომლებიც, ამ ეტაპზე, ეხმარებიან კოვიდინფიცირებულებს, ინფორმაციის გაზიარება და, თუ რამე პრობლემაა, მის ლიკვიდაციაში ჩართვაა", - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე განცხადებით, გამოცდილებას აჭარის რეგიონის ყველა კოვიდცენტრს გაუზიარებენ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 7093 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3714 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 43 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×