რეზონანსი
02.10.2020

ქვეყანაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის დეფიციტი არ გვაქვს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე 3000 საწოლია მობილიზებული და სასუნთქი აპარატების ტექნიკური მზაობაც გაუმჯობესებულია.

„სასუნთქი აპარატების დეფიციტი საქართველოში არც გაგვაჩნდა და არც ახლა გაგვაჩნია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სასუნთქი აპარატების ტექნიკური მზაობა, ვინაიდან შევიძინეთ არაერთი სასუნთქი აპარატი. დღესდღეობით დეფიციტი არ გაგვაჩნია ქვეყნაში არც სასუნთქი აპარატების და არც საწოლფონდის. ჩვენ გვაქვს სამი გრადაციის მზაობის კომპონენტი საწოლფონდთან მიმართებაში. ამ ეტაპზე მობილიზებულია 3000-ზე მეტი საწოლი და დამატებით ჩაერთვებიან კლინიკები, რომლებსაც აქვთ წინასწარ შეთანხმებული პირიობები და იციან იმის შესახებ თუ რა პერიოდის განმავლობაში უნდა მოხდეს საწოლფონდის გათავისუფლება,"- განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×