რეზონანსი
02.10.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 5 პაციენტი გარდაიცვალა, 2 ბათუმში, 3 კი - ქუთაისში. აქედან ერთ-ერთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კერძოდ კი ოჩამჩირიდანაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, გარდაცვლილების ასაკობრივი გრადაცია 51-წლიდან 90-წლამდე მერყეობს.

„2 გარდაცვლილი გვყავს ბათუმში, 3 კი - ქუთაისში. ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-წლიდან 90-წლამდე",-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×