რეზონანსი
02.10.2020

მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანი შეზღუდვების დაწესება არ არის.

„მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ. სამთავრობო გუნდს მიზნად არ აქვს შეზღუდვების დაწესება, მაგრამ რეკომენდაციებს გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთილხდეთ ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი რისკის მატარებელია და დავრჩეთ სახლში", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×