რეზონანსი
02.10.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში" მკურნალობდა.

როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ქუთაისის კლინიკა „ბომონდში", სადაც ამჟამად 90 პაციენტი გადის მკურნალობას. ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ-ერთი გახლდათ 78 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება, ხორხის სიმსივნე, ორმხრივი პნევმონია. მეორე არის 72 წლის მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი მძიმე პნევმონია, კარდიოპათია, გულის ქრონიკული უკმარისობა. მინდა გითხრათ, გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ეს ოჯახებისთვის რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი არ არის ძალიან დიდი", - განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×