რეზონანსი
02.10.2020

გასული დღე ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 297 ადამიანი დაინფიცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, ღონისძიებები გრძელდება და მთავარი აქცენტი კლინიკური მართვის ხარისხის გაუმჯობესებაზე კეთდება.

„სწორედ ამიტომ თბილისიდან ჩამოვიდა კლინიკური ექსპერტების ჯგუფი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, ლევან რატიანის ხელმძრვანელობით. ისინი დღეს იმუშავებენ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, რათა შეაფასონ მძიმე პაციენტები, სამედიცინო პერსონალთან ერთად განიხილონ მართვის პროცესი და მისცენ რეკომენდაციები“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×