რეზონანსი
02.10.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობში აწარმოებდნენ. რთული რელიეფისა და უამინდობის მიუხედავად, აჭარის სამმართველოს 60 მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.

გვიან ღამე აჭარაში ჩავიდა დამატებითი ჯგუფები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან. ჯამში, 60 მეხანძრე-მაშველი ჩავიდა სპეციალური აღჭურვილობითა და შესაბამისი ტექნიკით. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 120 მაშველი და დამატებით, თბილისიდან მიემგზავრება 50-კაციანი ჯგუფი.

მაშველებმა ავტოამწის დახმარებით მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მეწყრის ქვეშ მოყოლილი ადამიანების პოვნა ჯერ ვერ ხერხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×