
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული კონფლიქტი უფრო და უფრო მწვავდება - როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, შესაძლოა, კონფლიქტი ფართომასშტაბიან დაპირიპირებაში გადაიზარდოს და ამ პროცესებში უფრო მსხვილი მოთამაშეები ჩაებან.
„აღნიშნული კონფლიქტი, შესაძლოა, ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს, სანამ არ გაათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. კონფლიქტში არსებობენ პირდაპირი და ირიბი მონაწილეები. რაც შეეხება პირდაპირ ჩართვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის არდა, ამ კონფლიქტში, შესაძლოა, ჩაერთოს თურქეთი, რომელიც არ ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს.
საქართველო ამ პროცესებში უნდა დაიკავოს სრულიად ნეიტრალური პოზიცია, რადგან საქართველოს მჭიდრო ურთიერთობები გააჩნია ორივე ქვეყანასთან. საქართველო, შესაძლოა, აღმოჩნდეს შემდეგი პრობლემების წინაშე: შესაძლოა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა ქვემო ქართლიდან და ჯავახეთიდან მონაწილეობა მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში, როგორც მოხალისეებმა. მეორე, შესაძლებელია გარკვეულ შეტაკებებს საქართველოს ტერიტორიაზეც ჰქონდეს ადგილი. მესამე, შესაძლოა, ლტოლვილთა ნაკადი მიიღოს საქართველომ",- განაცხადა ჩიტაძემ "პრაიმტაიმთან".
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი