რეზონანსი
01.10.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარას, 98 იმერეთს, 62 კი თბილისს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„აჭარა კვლავ ლიდერობს, აქ გამოვლინდა 241 შემთხვევა, იმერეთში – 98, თბილისში – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, სამცხე ჯავახეთში – 9, გურიასა და შიდა ქართლში – 7, კახეთში – 2, იმპორტირებული შემთხვევა არის ექვსი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით მკურნალობოს ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3 155 პაციენტიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათ შორის ცხრა ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გამოყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×