
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში, 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი, 29 სექტემბერს, სახლიდან საღამოს 17 საათზე გავიდა და მას შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა.
„სახლში შემოვიდა, ბოტასები ჩაიცვა და გავიდა. მეზობლის კარამდე მისული ნახეს, იქიდან მისი კვალი იკარგება. ხანდახან, ბებიასთან რჩებოდა – ხოლმე, მეორე უბანში და იქაც არ არის. შევატყობინეთ უკვე პოლიციას და ალბათ, ძებნა დაიწყება,“ – განაცხადა ახალგაზრდა კაცის მამამ.
დაკარგული ახალგაზრდის ადგილსამყოფელის შესახებ, ინფორმაციას არ ფლობენ, მამაკაცის მეზობლებიც.
ამ წუთებში, სოფელ ალმატში, სამართალდამცავები იმყოფებიან