რეზონანსი
30.09.2020

სებ-ის ვიცე-პრეზიდეტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, საყოველთაო ან ნაწილობრივ საყოველთაო პროგრამით სესხები მე-3 ვადით აღარ გადავადდება.

მისი თქმით, ბანკების კლიენტებთან, სავარაუდოდ, ინდივიდუალურ პირობებზე იმუშავებენ.

ლეჟავამ განაცხადა, რომ მთავრობის შესაძლო გადაწყვეტილებაზე საქმის კურსში არ არის. ის არც იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შესაძლო გაფართოებაზეა ინფორმირებული.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოქალაქეებს სესხებისა და კრედიტების 3 თვით გადავადების საშუალება მიეცათ. მოსახლეობის დაახლოებით, 70%-მა ამ შეთავაზებით ისარგებლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×