
თელავში, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-20-ე კადრირებული ბრიგადის ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კომენტარს ფაქტის შესახებ, ბრიგადის მეთაურები არ აკეთებენ.წინასწარი ინფორმაციით, მე-20-ე კადრირებულ ბრიგადაში კარანტინია გამოცხადებული და თანამშრომლების ტესტირება უნდა დაიწყოს.
ოფიცერი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია და ის სამსახურში, სახლიდან, ყოველდღიურად საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
ეპიდემიოლოგები ყვარლის მუნიციპალიტეტში, ინფიცირებული პირის კონტაქტების გამოვლენაზე მუშაობენ.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი