ია აბულაშვილი
29.09.2020

ჩრდილოეთ კავკასიაში ქართული ხუროთმოძვრების რამდენიმე უნიკალური ძეგლია და ამ ძეგლებიდან აღსანიშნავია ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე მდებარე ორი მონასტერი - სენტი და შუანა, რომლებიც მე-10-11 საუკუნით თარიღდება. 

სენტის ტაძარი მდებარეობს მდინარე თებერდასთან ახლოს შემაღლებულ გორაზე. გადმოცემის თანახმად, "სენტი" ეწოდებოდა ქვის სვეტს, რომელსაც ადამიანის გამოსახულება ჰქონდა და ტაძარში ინახებოდა. ამ სახელწოდების მონასტერი დგას სვანეთშიც - სეტის წმინდა გიორგის მონასტერი მესტიაში.

სენტის მონასტერი პირველად შეისწავლა 1829 წელს გერმანელმა მეცნიერმა ჟოზეფ ბერნარდმა. ტაძარში შემორჩენილი იყო მე-11 საუკუნის მოხატულობის კვალი. საკურთხეველში სამი სარკმლის თავზე გამოსახული იყო ღვთისმშობლი, მის ქვეშ კი სცენები საიდუმლო სერობიდან.  

ტაძრის ზედა ნაწილში გამოსახული იყო ქრისტეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები, დასავლეთის კედელზე კი იერუსალიმში შესვლის სცენა. ტაძრის ქვედა იარუსზე მოციქცლთა გამოსახულებით, მთავარანგელოზი შუბით ხელში.

ტაძრის იატაკის ქვეშ აღმოჩენილი წარწერა კი გვამცნობს, რომ ტაძარი ააგეს 964 წელს, სწორედ იმ პერიოდში, როცა ალანეთში ქრისტიანობა საქართველოდან ვრელდებოდა და შენდებოდა ეკლესია-მონასტრები, რასაც ადასტურებს კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნიკოლოზ მისტიკოსის წერილი, რომელიც მან აფხაზთა მეფეს გიორგი მეორეს მისწერა. სენტის ტაძარი ფუნქციონირებდა მე-19 საუკუნის ბოლომდე და აქ ბერები მოღვაწეობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×