რეზონანსი
29.09.2020

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს. იგი მომხრეა, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდეს.

„როდესაც მარტში გვქონდა, დაახლოებით, დაავადების 9 შემთხვევა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საერთოდ არ იყო, მაშინ შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა. ახლა 300-ზე მეტი დაფიქსირდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რაოდენობას ვერ აჭარბებს, ამიტომ რას დაველოდოთ?! უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.

აუცილებელია კომენდანტის საათის შემოღება  საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე, ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია ვირუსის გავრცელებისთვის. ჩემი აზრით, საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გაუქმებულიყო“,-განუცხადა "პრაიმტაიმს" არველაძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×