
საქართველოში კორონავირუსმა ერთბაშად 2 პაციენტი იმსხვერპლა.
35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს "კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრში გადიოდა.
82 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი"-დან მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კოვიდ 19-ით შემოიყვანეს.
"პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა",-ამბობს "კლინიკა ბომონდი"-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.საქართველოში კორონავირუსით
კიდევ ერთი, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 5 866-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 2 324 პაციენტი.