რეზონანსი
29.09.2020

„ლელოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. მისი თქმით, დებატების განსახილველი თემა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი იქნება, რადგან არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი "ოცნება" და ივანიშვილია.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ნუ იმალებით, გამოდით, დაგველაპარაკეთ. ეკონომიკა არის ღრმა კრიზისში და ეს მდგომარეობა დღითი დღე რთულდება. ლარის დევალვაციამ ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, გაძვირდა საკვები პროდუქცია, წამლები და, რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ადამიანები არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 17%-ით გაუფასურდა" - თქვა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×