
ბუნებრივი აირის მიწოდება-განაწილების კომპანია შპს. „ვარკეთილაირი" სოციალურ ქსელში აბონენტებს მიმართავს და სთხოვს, მრიცხველის ჩვენების ამონაწერი სოციალური ქსელის გვერდზე ან კომპანიის ცხელ ხაზზე გადასცენ, რადგან ადგილზე აღმრიცხველები ვერ მივლენ იმის გამო, რომ ვარკეთილი3-ის, მე-2 მკრ-ის, 30-ე კორპუსის მაცხოვრებელს Covid-19 დაუდასტურდათ.
„ვარკეთილი3-ის, მე-2 მკრ-ის, 30-ე კორპუსის აბონენტთა საყურადღებოდ! აღნიშნულ კორპუსში დაფიქსირდა კორონავირუსი.
აქედან გამომდინარე, აღმრიცხველები ჩვენების ამოსაწერად ვერ შევლენ ამ კორპუსში.
გთხოვთ, მრიცხველის ჩვენებები მოგვაწოდოთ ფეისბუქ გვერდზე, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე (032)227 50 40. პატივისცემით, „ვარკეთილაირის" ადმინისტრაცია." - წერს კომპანია.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი