რეზონანსი
27.09.2020

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყა­რა­ბაღ­ში, სომ­ხუ­რი მხრი­დან გახ­სნი­ლი ცე­ცხლის შე­დე­გად, 14 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­იჭ­რა, რომ­ლე­ბიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რიგი სოფ­ლე­ბის და­ცხრილ­ვის შე­დე­გად, რომ­ლე­ბიც მთი­ან ყა­რა­ბაღს ესა­ზღვრე­ბი­ან, არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ად­გა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი და სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბი, ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ამ დრო­ის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ატა­რე­ბენ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბას, მათ შო­რის, და­ნიშ­ნუ­ლია სა­თა­ნა­დო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი ჭრი­ლო­ბე­ბის ხა­რის­ხის, ასე­ვე ზა­რა­ლის და­სად­გე­ნად, რო­მე­ლიც მი­ად­გა სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×