
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მოსახლეობას მიმართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერევანში ათვითცნობიერებენ სამხედრო მოქმედებების სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლის საფრთხეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა ყველა ბერკეტი გამოიყენონ იმისთვის, რომ ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტში თურქეთი არ ჩაერიოს.
„კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანის რეჟიმს შეუძლია დანაშაულებრივი ქმედებები დაიწყოს სომხეთის საზღვრების მიმართულებით და პროვოკაციების გამოყენებით მთელს რეგიონში არასტაბილური ვითარება დათესოს. დანაშაულებრივი თავდასხმა ღირსეულ პასუხს მიიღებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბაქომ სომეხ ერს, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ომი გამოუცხადა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს მოუწოდა არ დაუშვან კონფლიქტის განვითარება და მისი რეგიონის საზღვრებს გარეთ გაგრძელება.
„ამ ომისთვის მზად ვართ, რადგან ვათვიცნობიერებდით, რომ ომი სომხებისადმი სიძულვილს, რომლის პროპაგანდაც აზერბაიჯანში მიმდინარეობს, ერთადერთი შედეგი იქნებოდა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.