რეზონანსი
26.09.2020

ავიაკატასტროფა უკრაინაში - ბორტზე მყოფი 27 ადამიანიდან 25 დაიღუპა

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად 25 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე სულ 27 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია 22 და­ღუ­პუ­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 25-ია, ორი და­შა­ვე­ბუ­ლი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

რო­გორც ხარ­კო­ვის რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ალექ­სეი კუ­ჩერ­მა გა­ნა­ცხა­და, კა­ტას­ტრო­ფამ­დე მფრი­ნავ­მა გა­აგ­ზავ­ნა შე­ტყო­ბი­ნე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მარ­ცხე­ნა ძრა­ვი და­ზი­ან­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი დღეს ხარ­კოვ­ში ჩას­ვლას გეგ­მავს.

გუ­შინ უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და. Antonov-26-მა კა­ტას­ტრო­ფა ხარ­კო­ვის რე­გი­ონ­ში გა­ნი­ცა­და. და­ღუ­პულ­თა უმე­ტე­სო­ბა ივან კოჟე­დუ­ბას სა­ხე­ლო­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­სან­ტე­ბი არი­ან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×