რეზონანსი
25.09.2020

კომპანია „სილქნეტის“ 97-მდე თანამშრომლიდან 83 გაიფიცა. მათი ნაწილი სამსახურში დღეს გამოცხადდა, მეორე ნაწილი კი სამსახურის გაცდენის გამო, „გაათავისუფლეს".

თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ კომპანიის დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის მსგავსი დაპირისპირება ხდება.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში კომპანია არაერთმა პირმა დატოვა.

სოლიდარობის ქსელი „სილქნეტის“ თანამშრომლებს შორის მიმოწერას ავრცელებს, სადაც კომპანიის მმართველი რგოლის წარმომადგენელი „შეცდომას“ აღიარებს და წერს, რომ თანამშრომლებთან მათრახი უნდა გამოყენებინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×