
შინაგან საქმეთა მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ უპასუხა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ვახტანგ გომალაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებია და ოპონენტები კრიმინალის მატების შესახებ ინტერპრეტირებენ, რადგან წარმოჩინდეს რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ არსებობს წინა წლების სტატისტიკაც, მაშინ როცა ციხეში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა.
"ეს ციფრები ჩვენი მოგონილი არ არის და 2007-ში 2008-ში წელს ამ ციფრებს ჩვენ ვერ დავწერდით. ნახავთ თუ რამხელა სხვაობაა თუნდაც წინა წლებში, სულ კლებადი ვერ იქნება. ხანდახან იკლებს, ხან იმატებს. არ მიყვარს ხოლმე ძველის გახსენება ძველ მთავრობაში და ამ მთავრობაში, მაგრამ იძულებული ვარ ხაზი გავუსვა. ელემენტარულად, ციხეებში იჯდა 24 000 - 25 000 ადამიანი. დღეს ზის 9 000-მდე პატიმარიც არ არის. როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. ანუ სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში", - განაცხადა გომელაურმა.